თბილისში გაუქმდა მუნიციპალური ავტობუსის რამდენიმე ხაზი, რამაც მოსახლეობას ქალაქში გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. არ გაუმჯობესებულა ავტობუსით მგზავრობის პირობებიც: ზაფხულში არ არის კონდიცირება, ტრანსპორტი გადატვირთულია და ა.შ. რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე საუბრობენ ლიკა მერაბიშვილი, პროექტების ორგანიზატორი ორგანიზაციისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", და გელა კვაშილავა, კონსულტანტი ევროკავშირის პროექტისა "სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოება".
Your browser doesn’t support HTML5