ახალი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი განათლების მკვლევართათვის
Your browser doesn’t support HTML5
23 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნატო ინგოროყვა, ჟურნალ მასწავლებლის და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს რედაქტორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ბეჭდური და ონლაინრესურსების შემდეგ შექმნა პირველი ქართული რეფერირებადი ელექტრონული ჟურნალი განათლების მკვლევართათვის - "განათლების მეცნიერება." რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური სფეროს განვითარებისთვის პრესტიჟული რეფერირებადი ჟურნალების არსებობა, რა გზა უნდა გაიაროს მკვლევარმა სამეცნიერო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნებამდე და რა მოთხოვნა აქვთ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს თანამედროვე კვლევების მიმართ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.