სტუმრად ჩვენს ეთერში: ვაჟა ადამია

Your browser doesn’t support HTML5

15 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვაჟა ადამია, "მერაბ კოსტავას საზოგადოების" (N22) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საგარეო პოლიტიკაზე: "საგარეო პოლიტიკა იწყება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით. უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოიცავს ქვეყნის ძლიერებას. ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკაზე. ძლიერება საჭიროა იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ქვეყნისა. მაგრამ ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა, ძნელია ამ პირობის შესრულება მრავალი წლის მანძილზე მოშლილი ეკონომიკის პირობებში. ამიტომ, ეს ვაკუუმი, რაც დღეს გვაქვს ქვეყნის ძლიერების თვალსაზრისით, შეგვიძლია შევავსოთ საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და პირველ რიგში, შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებით“. ვაჟა ადამია აცხადებს, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.