სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახუშტი მენაბდე

Your browser doesn’t support HTML5

18 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. მან ილაპარაკა თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებზე. ვახუშტი მენაბდემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ზოგიერთ დეტალზე, რომელიც განმარტავს წინასწარი პატიმრობის ვადის საკითხს. დილის სტუმარმა ხაზი გაუსვა ამ გადაწყვეტილების პრეცედენტულ ხასიათსაც.