ნინო რობაქიძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე
Your browser doesn’t support HTML5
11 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო რობაქიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროექტების კოორდინატორი. მან ილაპარაკა "რუსთავი 2"-ის საქმეზე. ნინო რობაქიძე შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებაზე. "მიუხედავად იმისა, თუ რა დონისა და ხარისხის ჟურნალისტურ პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს „რუსთავი 2“, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეარხის საქმიანობის შეფერხება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში პლურალურ და თავისუფალ მედიაგარემოს. ეს გარემოება შესაძლოა განსაკუთრებულ პრობლემად იქცეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც მედიაში განსხვავებული და მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებების წარმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული პროცესისთვის", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.