სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რობაქიძე

3 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო რობაქიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროექტების კოორდინატორი. მან ილაპარაკა საზოგადოებაში არსებულ, მედიასა და ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე. მოსახლეობა მედიისგან პრიორიტეტულად სოციალური პრობლემების გაშუქებას ელის - ასეთი შედეგი აჩვენა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შეასრულა.