24 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მიხეილ დუნდუა, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინის“ დირექტორი. მან ილაპარაკა სოციალური უთანაბრობის ("ჯინის") ინდექსსა და სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციებზე.