24 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქუჩის არტისტი გიორგი გაგოშიძე, რომელიც ქალაქის სხვადასხვა შენობებზე ნამუშევრებს "გაგოშას" ხელმოწერით ტოვებს. გიორგის ნახატები და ინსტალაციები ტრადიციული ქუჩის არტისგან ფორმით ცოტათი განსხვავებულია, იყენებს ფერებს, პოეტურ ტექსტებს და ფილებს მოზაიკური ნამუშევრებისთვის, ამიტომ მათი ცნობა და გამორჩევა ადვილია. "სეირნობა თბილისურად", "იყიდება ნაკვეთი კორპუსის აშენების ნებართვით", სამუშაო დღე", "სამსახურის ძიება" და ურბანულ სივრცეში მცხოვრები თანამედროვე ადამიანის პრობლემებს ეხმაურება.
Your browser doesn’t support HTML5