სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიფჩიური

25 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, კონსტიტუციონალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ: ქვეყნის ძირითადი კანონის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე და კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარე პროცესზე.