მომავლის მემკვიდრეობა. 2017 − საქართველო-გერმანიის წელი

Your browser doesn’t support HTML5

13 აპრილს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი.

Your browser doesn’t support HTML5

მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017

მომავლის მემკვიდრეობა. 2017 − საქართველო-გერმანიის წელი

2017 წელს გერმანია და საქართველო ერთად აღნიშნავენ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლასა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. გაისად კი შესრულდება 100 წელი გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. მაშინაც და 1991 წელსაც გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნება 21 აპრილს, თბილისის საკრებულოს შენობაში. ცერემონიის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-პრეზენტაცია „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. საქართველო-გერმანიის წელს პატრონაჟს უწევენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.