მოკლული მოზარდების საქმის ახალი დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 იანვარს გამოაცხადებს საკუთარ პოზიციას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა 9 იანვარს იმსჯელეს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. ადვოკატების მტკიცებით, საქმეში იმაზე მეტი იარაღი ფიგურირებს, ვიდრე ამას გამოძიება ამტკიცებს. შარშან, 1 დეკემბერს თბილისში არასრულწლოვანთა შორის მომხდარ დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა.