მოქალაქეობის გარეშე
Your browser doesn’t support HTML5
მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურად გაკოტრდა და ლოგიკურად ასრულებს თავის კარიერას უკრაინაში. ნაციონალურ მოძრაობაში კი დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა საეჭვოდ დაემთხვა პეტრო პოროშენკოს ვიზიტს საქართველოში.