მოძალადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროება ქალების 45 %-ს გამოუცდია. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა 3 წლის წინ მეტროსადგურებში ჩაატარა. ტერმინი „სექსუალური შევიწროება“ კანონში ჯერ ისევ არ არსებობს. პარლამენტმა 2016 წელს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.