1 აგვისტოდან საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კერძოდ, შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი და სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებასა და დავების მოგვარებაში ეხმარება. სახელმწიფო პროექტის შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის მხრივ არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია, კერძოდ, კანონის ამოქმედებამდე ქვეყანაში მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25 პროცენტი იყო რეგისტრირებული. შეიცვალა თუ არა სურათი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში და წაახალისა თუ არა მოქალაქე გამარტივებულმა პროცედურებმა? „რეგიონულ მაცნეში“ დღეს ამ საკითხზე მოისმინეთ სიუჟეტები ზუგდიდიდან, ლაგოდეხიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.