საქართველოში მიმდინარეობს ნატოს კვირეული, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაარსების ათწლიან იუბილეს ეძღვნება.
ნატოს კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრობს ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
"საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ, სამწუხაროდ, დანაკარგებშიც გამოიხატება. ასევე, უფრო მეტად აისახება ნატო საქართველოში. იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ნატოს წევრობის ერთგული, მყარი კანდიდატი", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
"ინტერპრესნიუსის" თანახმად, მან ისაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემების შესახებაც: "რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობაში" ჩართულ ქვეყნებს, ხუთ მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე, ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ."