გორში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა დაიწყეს. ისინი პრეტენზიას შ.პ.ს. „ავტოტრანსის“ ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქვამენ და ტრანსპორტის სფეროში არსებული ქაოსის მოწესრიგებას მოითხოვენ. მძღოლებმა 70-მდე მიკროავტობუსი ადმინისტრაციული შენობის წინ დააყენეს და მუშაობაზე უარი თქვეს. მათი მოთხოვნაა, ხელისუფლება ტრანსპორტის რეგულირების საქმეში აქტიურად ჩაერიოს.
ცოტა ხნის წინ შ.პ.ს. „ავტოტრანსის“ მძღოლები სამუშაოდ ახლად შექმნილ კომპანია „ვი-თი-ჯი“- ში გადავიდნენ. კონკურენტმა სატრანსპორტო კომპანიებმა ქალაქში არსებულ მარშრუტებზე საკუთარი ავტობუსები გაუშვეს, რასაც მძღოლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები არც მალავენ, რომ კონკურენტები ერთმანეთს ხშირად უსწრებენ, ავტობუსს აკრძალულ ადგილებში აჩერებენ და საავარიო სიტუაციის შექმნით მგზავრებსაც საფრთხეს უქმნიან. გაფიცული მძღოლები გაზრდილი გადასახადისა და „ავტოტრანსის“ ხელმძღვანელის მოხსნას მოითხოვდნენ.
„ავტოტრანსის“ წარმომადგენელი მერაბ დაღელეშვილი აცხადებს, რომ მძღოლების პრეტენზიები უსაფუძვლოა და ისინი კონკურენტმა კომპანიამ გადაიბირა, არსებული მარშრუტები კი მათი საკუთრებაა.
„ვი-თი-ჯი“-ს ხელმძღვანელი ზვიად მჭედლიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერ გადამზიდავს უნდა ჰქონდეს მგზავრების გადაყვანის უფლება და კომპანია მძღოლების უფლებებზეც უნდა ზრუნავდეს.
აქციის მონაწილეები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პაპუნა კობერიძეს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება არა აქვს, თუმცა ტრანსპორტის სფეროში არსებული ქაოსი გამოსასწორებელია და კომპრომისული ვარიანტის მოძებნა - აუცილებელი.
მძღოლების აქციის გამო დაზარალდნენ მგზავრები, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებნი, რომლებსაც დიდხანს ლოდინი უწევდათ.
მიკროავტობუსების მძღოლების აქციით კარგად ისარგებლეს კერძო ტაქსების მფლობელებმა და კომპანიებმა - ორი დღის განმავლობაში მათი გამოძახებების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.