„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ჩვენს ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. მიხეილ სარჯველაძე გერმანიაში სწავლობდა, მას მაგისტრის ხარისხი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში აქვს მოპოვებული. ამჟამად კი კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტია. ის საქართველოს მიმართ გერმანიის უწინდელ და ახლანდელ პოლიტიკაზე მუშაობს. ჩვენი საუბარიც საქართველოს მიმართ ევროპის პოლიტიკას უტრიალებდა. დღესვე მოგასმენინებთ გერმანელი პუბლიცისტის, ვოლფგანგ ჰელდის მოსაზრებებს უახლესი ისტორიის, იმავე ევროკავშირის პოლიტიკის, პოსტნაციონალიზმის გარშემო. მიხეილ სარჯველაძესთან საუბარი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ადამიანის განათლებაში სკოლის როლით დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5