რუსეთის ყოფილმა ოლიგარქმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შედეგად, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში - კარელიაში - მდებარე საპატიმრო დატოვა და, მოგვიანებით გავრცელებული ცნობით, გერმანიაში ჩაფრინდა.
ხოდორკოვსკიმ, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან მოულოდნელი შეწყალება მიიღო. პუტინის თქმით, შეწყალება ემყარება ხოდორკოვსკის დედის ავადმყოფობას და, ამდენად, ის ჰუმანური აქტია. როცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყოფილი ოლიგარქი შეიწყალეს და უშვებენ, ჟურნალისტები მის მშობლებს დაუკავშირდნენ. მარინა ხოდორკოვსკაიამ, დედამ შეწყალებულისა, თქვა, რომ არავითარი ინფორმაცია არ აქვს, ის კვლავ მოსკოვში იმყოფება და მოელის ვაჟისგან ცნობებს. „არავითარი ცნობები არ მაქვს. ის ვიცი, რაც ყველამ. ბუნებრივია, ბედნიერი ვარ, თუმცა ვერ გამიცნობიერებია ჯერ, რა ხდება“, ამბობს დედა ხოდორკოვსკისა, ხოლო მისი ქმარი, მიხაილ ხოდორკოვსკის მამა, ბორისი, შვილის განთავისუფლების ამბით სიხარულს გამოხატავს.
ხოდორკოვსკის ადვოკატმა ვადიმ კლიუვგანტმა უარყო ცნობა, თითქოს განადგურებული კომპანია „იუკოსის“ დამაარსებელს პატიება ეთხოვოს. ხოდორკოვსკი დააპატიმრეს 2003 წელს, როცა ის პოლიტიკურად გააქტიურდა. მას 2005 წელს გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოუტანეს განაჩენი. 2010 წელს ის მეორედ გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს ფულის მიტაცებაში. ხოდორკოვსკის თავისუფლების აღკვეთის ვადა 2014 წლის აგვისტოში სრულდებოდა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. ითვლება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ხოდორკოვსკი ჯერ პეტროზავოდსკიდან სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩაფრენილიყო, იქიდან კი მოსკოვში შეიძლებოდა ჩასულიყო. თუმცა, როგორც ითქვა, საპატიმროს დატოვების შემდეგ მან გერმანიას მიაშურა. ხოდორკოვსი ახლა 50 წლისაა. მან ათი წელი დაყო საპატიმროში. ამ განთავისუფლებამ ვითარება შეცვალა, ისე კი, ხოდორკოვსკის მესამე სასამართლო მოელოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა განაცხადა, რომ მოხარულია, ბოლოს და ბოლოს, ხოდორკოვსკის გამოშვების გამო. პროხოროვი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში 2012 წელს მესამე ადგილზე გავიდა, ამბობს, რომ დაურეკავს ხოდორკოვსკის მას შემდეგ, რაც ოჯახთან გარკვეულ დროს გაატარებს. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამნისტიის გამოცხადებით და ხოდორკოვსკის განთავისუფლებით, პუტინი შეიძლება ცდილობდეს, ზამთრის ოლიმპიადის წინა პერიოდში ადამიანის უფლებების სფეროში რუსეთის მიმართ კრიტიკა შეარბილოს. ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში, ბლოკის ლიდერმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, იმაზე, რაც რუსეთის შიგნით ხდება, ხალხის დაპატიმრებაზე ან განთავისუფლებაზე, კომენტარს არ გავაკეთებო. გერმანიის კანცლერმა დიპლომატიური კომენტარი გააკეთა: არ მსურს ახლა მიზეზების დასახელება. მთავარი ისაა, რომ მნიშვნელოვანი იყო, არ დაგვვიწყებოდა ისო. მეორეც, გერმანიის კანცლერის თქმით, იყო შესაძლებლობა და ის გამოყენებულ იქნა. ეს კარგი ახალი ამბავია, თვლის მერკელი. დაბოლოს, ხოდორკოვსკის ვაჟმა, პაველმა, „სი-ენ-ენის“ სააგენტოს ტელეფონით უთხრა, რომ ელაპარაკა მამას, რომ ის კარგადაა და ოჯახი დღესვე გაფრინდება გერმანიაში.