გაძვირდება თუ არა ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა?

2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 2,9% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში ფასები ყველაზე მეტად,7,2%-ით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფზე, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა და საჭირო საშუალებების შეძენაზე. სწორედ საწვავის და სხვა საშუალებების გაძვირებაა მიზეზი, რომლის გამოც მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ საქალაქო ტრანსპორტით ქუთაისის მომსახურე კერძო კომპანიები. ადგილობრივი ოპოზიცია ირწმუნება, რომ გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რასაც თავის მხრივ, უარყოფენ ქალაქის მერიაში.

Your browser doesn’t support HTML5

გაძვირდება თუ არა ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა?