საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელზეც მოდის სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის 49 პროცენტი: 60 ათასი ტონა ხორცი, 680 ათასი ლიტრი რძე და 2 ათას 300 ტონა მატყლი. რა პრობლემებს აწყდებიან დარგში დასაქმებული ადამიანები და რა ვითარებაა სასურსათო ბაზარზე? როგორია ხორცისა და რძის ნაწარმის ფასები? შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ახალციხიდან, ლაგოდეხიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან. გადაცემას ჯიმშერ რეხვიაშვილი უძღვება.