ქართული რეალობისთვის ძვირად ღირებული სპორტი
Your browser doesn’t support HTML5
მეკლდეურობა საქართველოში ერთ დროს სპოტრის წარმატებული სახეობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეჯიბრი ბუნებრივი გარემოდან ხელოვნულ კედლებზე გადაიტანეს, შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია. საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციაში მიზეზად სათანადო თანხების უქონლობას ასახელებენ - ამბობენ, რომ ხელოვნური დარბაზების მოწყობა ძალიან ძვირი ჯდება. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები ვარჯიშს მაინც ახერხებენ. მეკლდეურები ამბობენ, რომ სათანადო დაფინანსების შემთხვევაში კარგი სპორტსმენების მომზადება არის შესაძლებელი.