მედიცინა სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" დღევანდელი გადაცემა ეძღვნება სამედიცინო განათლების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების ხარისხს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გადაცემაში მონაწილეობენ: ერევნიდან – სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სააგენტოს თავმჯდომარე არმენ სოღოიანი; ბაქოდან – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ადილ გეიბულა; თბილისიდან – პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსის წარმომადგენელი, ექიმი გიორგი გეგელაშვილი.