საქართველოს ათ ქალაქში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, პრაქტიკულად ერთდროულად გაიხსნა არჩევნების მედიაცენტრები, რომლებიც ამჯერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმუშავებენ. რა მიზნებს ისახავს არჩევნებამდე სამი თვით ადრე ცენტრების ამოქმედება და როგორ დაეხმარება იგი ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სუბიექტებს - ამ თემაზე „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და თელავიდან.