“მებიუსი“ და თერაპიული მეთოდები ბენეფიციართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის

იმ ადამიანთა რეაბილიტაციისათვის, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად გამოიყენებენ თერაპიულ მეთოდებს, რომლებიც ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს. ერთ-ერთ თერაპიად სოციალურ საწარმოში მუშაობაც შეიძლება ჩაითვალოს.

Your browser doesn’t support HTML5

“მებიუსი“ და თერაპიული მეთოდები ბენეფიციართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის

რითი განსხვავდება ერგოთერაპია და სოციალურ საწარმო „მებიუსში“ კერვის პროცესი ერთმანეთისაგან და რა საჭიროებათა დაკმაყოფილებაზეა თითოეული მათგანი ორიენტირებული, როგორ მუშაობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებთან და რა მიდგომები არის მათთან საჭირო - ამ საკითხებზე „თავისუფლების დილის“ სტუმარი ერგოთერაპევტი ნათია დოლიძე გვესაუბრა.