რადიოჟურნალი - 1196-ე გამოშვება

ყველით ვაჭრობა ზუგდიდის ბაზარში

"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ საქართველოში ორი კვირის წინ ამოქმედებულ წესზე: ბაზარზე ყველის სახელით გამოსული პროდუქტი აუცილებლად ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული. შევიტყობთ, რატომ რჩება განხილვის საგნად მეგრულიდან ქართულად ნათარგმნი ტოპონიმები. გიამბობთ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებზე, რომლებსაც საქართველოში ამზადებს სტუდენტების სტარტ-აპი, "ნით-ნითი". შემოგთავაზებთ საუბარს ებრაელთა ისტორიის მკვლევართან, ნინო მარგველანთან, რომელიც პრაღაში იყო ჩამოსული. დაბოლოს, წარმოგიდგენთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: დავით ქლიბაძე და დავით კაკაბაძე მიმოიხილავენ მთავარ სპორტულ ამბებს.