"მეათე სტუდიაში" დღეს თბილისის წიგნის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალზე გიამბობთ. წარმოგიდგენთ წიგნს, „დამოუკიდებლობის გაკვეთილებს", რომელშიც თავმოყრილია 1986-1991 წლებში სხვადასხვა გამოცემებსა და წყაროებში გაბნეული მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა. გაგაცნობთ „სტენოგრაფიული რომანების“ ავტორს, პეპი ბოჭორიშვილს, რომლის რომანის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. რადიოჟურნალში მოუსმენთ ქართველ და ავსტრიელ მკვლევრებს, რომლებიც თბილისის უნივერსიტეტში მოქმედ გამორჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე საუბრობენ.