2015 წელი იწურება და ახლის მოლოდინში სადღესასწაულო განწყობით, "მეათე სტუდიაში" ამჯერად რამდენიმე სიუჟეტს დავუთმობთ წლევანდელ პრემიებს. დავიწყებთ იმით, რომ ყურს დავუგდებთ ცნობილ ჩეხ ქართველოლოგს ვაცლავ ჩერნის: ხანდაზმულ მეცნიერს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო „ღირსების ორდენი“ გადაეცა. გიამბობთ კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე და მის წლევანდელ ლაურეატზე. გიამბობთ კიდევ ერთ პრემიაზე, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველ, არადა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მკეთებელ ხალხს ენიჭება: ეს არის ნობელის ალტერნატიული პრემია. ბოლოს არა პრემიასთან, არამედ ერთ თარიღთან დაკავშირებით, გავიხსენებთ მწერალსა და კინორეჟისორს გოდერძი ჩოხელს.
Your browser doesn’t support HTML5