მე-15 დღე შეთანხმების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

მე-15 დღეა, ვერ ხერხდება შეთანხმება საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასა და მოშიმშილეებს შორის. აქციის მონაწილეებმა 29 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი დაწერეს და მთავრობას სთხოვეს რეაგირება და შუამავლის ფუნქციის შესრულება. რკინიგზის თანამშრომლები და პროფკავშირის წევრები ხელმძღვანელი პირების – ვასილ ხორავასა და დაჩი ცაგურიას გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი აუტანელ შრომით პირობებს ქმნიან, რასაც უშუალოდ „საქართველოს რკინიგზა“ კატეგორიულად არ ეთანხმება.