მძიმე ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაზეა - ეს შედეგი გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მონიტორინგმაც აჩვენა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი ავტომობილების გამონაბოლქვი დასახელდა. მალე სააგენტო ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს, თუმცა წინასწარი პროგნოზი არც ისე დამაიმედებელია - თუ დედაქალაქის ავტოპარკი არ მოწესრიგდა, ჰაერის დაბინძურების კუთხით დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.