დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტის ზონის სოფლებში - დვანში, გუგუტიანთკარსა და ხურვალეთში - რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრების მავთულხლართებით მონიშვნა იყო. ქართულმა დელეგაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და კატეგორიულად მოითხოვა მოხსნან მავთულხლართები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის დირექტორი დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ იზღუდება ადამიანთა გადაადგილების უფლება, ოსური და რუსული მხარეეები კი არაპროგნოზირებად ნაბიჯებს დგამენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განცხადება გააკეთა და ქართულ მხარეს საზღვრების დელიმიტაცია- დემარკაციის შესახებ მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქართულ სოფლებთან გავლებული მავთულხლართები საზღვრები არ არის, ეს საინჟინრო გადამღობი მოწყობილობებია, რომელიც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის კეთდება.
ერგნეთის შეხვედრაზე ოსური მხარე საქართველოში განხორციელებული ამნისტიით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. გაგლოითი მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას პატიმრების გაცვლაზე პრინციპით „ყველა–ყველაზე“, თუმცა ამაზე ლაპარაკი, მისი თქმით, მხოლოდ კონკრეტული შედეგის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ოსურმა მხარემ დღესვე სოფელ ნიქოზთან ქართული საგუშაგოს გახსნაც გააპროტესტა და მომავალში შესაძლო პროვოკაციის მოწყობა არ გამორიცხა, თუმცა ამის საპასუხოდ დავით სუჯაშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა პოლიციელებმა ნიქოზის ჩრდილოეთით კომუფლირებულ ფორმაში რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნეს და დროებითი საგუშაგო განათავსეს.
ერგნეთში ახალგორის წყალსადენის შეკეთებისა და კონფლიქტის ზონის ფერმერებისთვის საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზეც იმსჯელეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.