მართლმსაჯულების მუზეუმი ექსპონატებით შეივსო
Your browser doesn’t support HTML5
24 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ახალი ექსპონატების გამოფენა მოეწყო. მუზეუმში გამოფინეს ილია ჭავჭავაძის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის დროს მის მიერ მიღებული და ხელმოწერილი გადაწყვეტილება. ასევე დოკუმენტური მასალა ქართული სამართლის რამდენიმე ძეგლიდან, სადაც აღწერილია მეფის კარზე ახალი წლის მილოცვისა და მეკვლის ტრადიცია.