მძღოლების გაფიცვა გრძელდება

Your browser doesn’t support HTML5

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა და პროტესტი ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მძღოლების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა თბილისის მერიაში, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისა" და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადეს. კონკრეტულად შეხვედრაზე ვერ შედგა შეთანხმება ძირითად საკითხზე, რაც გულისხმობს ყოველდღიური გეგმის განსაზღვრას მძღოლებისთვის. გარკვეული წინსვლა მოლაპარაკებებში არის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის ინდმეწარმის სტატუსის მოხსნა მძღოლებისთვის, თუმცა, მძღოლების თქმით, მათთვის მთავრი პრობლემაა გეგმის საკითხი. ვინაიდან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. თუმცა, როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, მერიას აქვს კონკრეტული პოზიცია და აპირებს პარლამენტში წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მძღოლებისა და დამქირავებელი კომპანიის ურთიერთობას დაარეგულირებს. იგი იმედოვნებს, რომ მერიის ინიციატივა ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.