საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და მისი შესრულება სავალდებულოა. მარგველაშვილმა ეს განცხადება გააკეთა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.