გადაცემის სტუმარი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ჭიდაობაში ედიშერ მაჩაიძე, რომელმაც სულ ახლახანს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯობის ლიცენზია მიიღო, რადიომსმენელებს გააცნობს მისთვის ახალი ამპლუის - სუპერ ვაიზერის ფუნქციის თავისებურებებს, გაიხსენებს სპორტულ და სამსაჯო კარიერას, აგრეთვე, როგორც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, იმ ღონისძიებათა შესახებაც ისაუბრებს, რომელთა განხორციელებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. რადიომსმენელები ისევ შეხვდებიან სახელოვან ვეტერან კალათბურთელსა და მწვრთნელს ლევან მოსაშვილს და საერთაშორისო დიდოსტატს ელიზბარ უბილავას. ქუთაისში მიმდინარე მოფარიკავეთა ტურნირის შესახებ გვიამბობს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე.
Your browser doesn’t support HTML5