გადაცემის სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი, საუბრობენ 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 35-ე წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რომლებიც თბილისში გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რადიომსმენელებს აგრეთვე მოუთხრობს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების მიმდინარეობის შესახებ.
Your browser doesn’t support HTML5