„მარათონის“ დღევანდელ გადაცემაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს წარმომადგენელი ვასილ ლიპარტელიანი ისაუბრებს მასობრივი სპორტის პრობლემებზე; მურთაზ ხურცილავა და ოთარ გაბელია დაბადების 60 წელს მიულოცავენ ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც კიდევ ერთხელ გაიხსენებს თანაგუნდელებს და 1981 წლის „დინამოს“ შემადგენლობას; კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი მოკრივე დავით კვაჭაძე ილაპარაკებს სპორტის ამ უძველეს და საქართველოში პოპულარული სახეობის დღევანდელ მდგომარეობასა და წინსვლის გზებზე.
Your browser doesn’t support HTML5