თითქმის ორი დღე გაგრძელდა შრომითი უფლებების დასაცავად საქართველოს საჯარო სკოლების მანდატურების საპროტესტო აქციები და საგანგებო პრესკონფერენციები. ამ დროისათვის ვითარება განმუხტულია და მანდატურებიც 30 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. თავის მხრივ, განათლების სამინისტროში პროვოკაციად შეფასდა მანდატურის სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია. სამინისტროში განმარტავენ, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა, რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას კი არა, გაზრდას გამოიწვევს.
მანდატურის სამსახურის რეფორმა, განათლების სამინისტროს განმარტების თანახმად, მის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაქმნას და კონტროლზე ორიენტირებული ინსტიტუტიდან ზრუნვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ტრანსფორმაციას გულისხმობს. შეიცვლება მანდატურის დასახელებაც და მას ბავშვთა დაცვის ოფიცერი დაერქმევა. საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში იგეგმება, მანამდე კი - 2014 წლის 1 იანვრიდან - ძალაში შევიდა 2012 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილება, რომელიც მანდატურის უშუალოდ სკოლის დირექტორის დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს. ძირითადად სწორედ ამ ცვლილებას მოჰყვა მანდატურთა საპროტესტო მღელვარება.
“რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი და რატომ გადავდივართ საერთოდ დირექტორების დაქვემდებარებაში, როცა დირექტორთა რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენი სამსახურის მიმართ ცუდად იყო განწყობილი?“
მანდატურმა ზვიად მწყერაშვილმა იმ ასობით კოლეგის აზრი გამოხატა, რომლებიც შიშობენ, რომ დირექტორთა ნაწილს შესაძლოა არც კი ჩაეთვალა საჭიროდ მისდამი დაქცემდებარებულ სკოლაში მანდატურის დაქირავება. შესაბამისად, განათლების სამინისტროსთან შეკრებილი მანდატურები იმის მყარ გარანტიას ითხოვდნენ, რომ უმუშევრად არ დარჩებოდნენ. მათი ორგანიზებული პროტესტის საფუძველი კი, თავის მხრივ, გახდა მათთვის სოციალური ქსელებით მიწოდებული მადლობის წერილი გაწეული სამუშაოსთვის:
“მოვიდა შეტყობინება სკაიპში, რომ ადმინისტრაცია გვემშვიდობება. ფაქტობრივად, ადმინისტრაცია აღარა გვყავს. ძალიან დიდ მადლობას გიხდითო გაწეული სამუშაოსთვისო და კარგად ბრძანდებოდეთო. ჩემი თვალით ვნახე. ასე, სადღაც 12 საათამდე გადმოაგზავნეს. იმის ღირსები მაინც ხომ ვიყავით, რომ ვიღაცას თუნდაც ერთი კვირით ადრე დავებარებინეთ, რაღაცა ეთქვათ. გვიპირებენ ნელ-ნელა დაშლას, ფაქტი ეგაა“.
შექმნილი ვითარების კომენტირებისას მადინა აკბასა და მისი კოლეგების ეჭვებსა და შიშებს უსაფუძვლო უწოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ზარდალიშვილმა. იგი ირწმუნება, რომ მანდატურთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი რეფორმის შესაბამისად გაგრძელდება და სამსახურს არც ერთი მანდატური არ დაკარგავს:
“მითხარით, რა არის კანონზე მეტი გარანტია. არ ვიცი, როგორ მივცე კანონზე მეტი გარანტია. კანონში, ჯერ ერთი, წერია, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს მანდატური. მეორეც, წერია, რომ დირექტორს შეუძლია დანიშნოს მხოლოდ მანდატურის სამსახურის მიერ სერტიფიცირებული მანდატური. ეს ხალხი, ვინც მუშაობდა მანდატურის სამსახურში და ახლა მუშაობს სკოლაში, არის ყველა სერტიფიცირებული. მათ გააჩნიათ სამინისტროს მიერ დამტკიცებული სერტიფიკატი. აუცილებლად ყველა დაიწყებს მუშაობას - ისინიც დაიწყებენ, ვინც ხელშეკრულებითაა, და ისინიც დაიწყებენ, ვინც შტატშია. ყველა დაიწყებს“.
ლევან ზარდალიშვილი იქვე აზუსტებს, რომ ამ დრომდე მანდატურები საქართველოს 400 სკოლაში მუშაობენ, მათზე მოთხოვნა კი იზრდება და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში კონკურსის გამოცხადებაც იგეგმება. ამ ინფორმაციის გარდა, 29 იანვარს, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ, მანდატურებისთვის ნათელი გახდა, რომ დირექტორებისადმი დაქვემდებარების მიუხედავად, მათ სახელფასო ბიუჯეტს ისევ მანდატურის სამსახური განკარგავს:
“რა თქმა უნდა, სიახლეებს მოსდევს ხოლმე გარკვეული ვნებათაღელვები. მაგრამ, მე მგონი, ამ მხრივ არაფერი სანერვიულო არ არის. ძალიან კარგად დალაგდება ყველაფერი. სკოლაც გახდება ნაწილი უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განხორციელების, რაც ნიშნავს იმას, რომ ასევე იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს კონცეფცია ძალიან ეფექტურად განხორციელდეს სკოლაში“.
საქართველოს განათლების მინისტრისგან საკუთარი შრომითი უფლებების დამცველმა მანდატურებმა მოისმინეს ისიც, რომ დირექტორი, ფაქტობრივად, იქნება შუამავალი სკოლასა და სამინისტროს შორის. მანდატურების უსაფუძვლო პროტესტი კი, როგორც გაირკვა, გამოწვეული იყო სიახლის შესახებ ინფორმაციის სიმწირითა და კომუნიკაციის ნაკლებობით. „სკოლა ვერ იტყვის უარს მანდატურის სამსახურზე“, განაცხადა მანდატურებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ. მანდატურების საპროტესტო გამოსვლას, როგორც ყოფილი განათლების მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა:
“პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ეს ინსტიტუტი უნდა რეფორმირდეს. მეტიც, მე ნაბიჯები გადავდგი ამ ინსტიტუტის რეფორმირების მიმართულებით, როდესაც ვიყავი მინისტრი, და, ჩემი შეფასებით, - წარმატებული ნაბიჯები, იმიტომ რომ სკოლა რჩებოდა დაცული და, ამავე დროს, ის აღარ იყო პოლიტიზებული ინსტიტუტი. ჩემი ინფორმაციით... და მე დავესწარი მინისტრის შემაჯამებელ მოხსენებას - სწორედ მანდატურის ინსტიტუტზე იყო საუბარი - და იქ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მანდატურის ინსტიტუტმა აიღო ფსიქოლოგიური დახმარების აქცენტი. და, ბუნებრივია, სკოლაში სიმშვიდის დამცველი სტრუქტურა არის“.
გიორგი მარგველაშვილის აზრს, რომ მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სკოლისთვის, იზიარებენ მისი ოპონენტები, ასევე განათლების ყოფილი მინისტრები დიმიტრი შაშკინი და ხატია დეკანოიძე, რომლებიც მანდატურთა საპროტესტო აქციას ძირითადად იმ მესიჯით გამოეხმაურნენ, რომ საბიუჯეტო სახსრები მანდატურთა შემცირების ხარჯზე არ უნდა დაიზოგოს.
დღის ბოლოსთვის კონფლიქტი პრაქტიკულად ამოიწურა და მანდატურებმა მიიღეს გარანტიები, რომ მათ სამუშაო ადგილებსა და ხელფასს საფრთხე არ ემუქრება. 30 იანვარს მანდატურები, ორდღიანი პროტესტის შემდეგ, სკოლებს დაუბრუნდებიან.
მანდატურის სამსახურის რეფორმა, განათლების სამინისტროს განმარტების თანახმად, მის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაქმნას და კონტროლზე ორიენტირებული ინსტიტუტიდან ზრუნვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ტრანსფორმაციას გულისხმობს. შეიცვლება მანდატურის დასახელებაც და მას ბავშვთა დაცვის ოფიცერი დაერქმევა. საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში იგეგმება, მანამდე კი - 2014 წლის 1 იანვრიდან - ძალაში შევიდა 2012 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილება, რომელიც მანდატურის უშუალოდ სკოლის დირექტორის დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს. ძირითადად სწორედ ამ ცვლილებას მოჰყვა მანდატურთა საპროტესტო მღელვარება.
“რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი და რატომ გადავდივართ საერთოდ დირექტორების დაქვემდებარებაში, როცა დირექტორთა რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენი სამსახურის მიმართ ცუდად იყო განწყობილი?“
მითხარით, რა არის კანონზე მეტი გარანტია. არ ვიცი, როგორ მივცე კანონზე მეტი გარანტია. კანონში, ჯერ ერთი, წერია, რომ აბსოლუტურად ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს მანდატური. მეორეც, წერია, რომ დირექტორს შეუძლია დანიშნოს მხოლოდ მანდატურის სამსახურის მიერ სერტიფიცირებული მანდატური...ლევან ზარდალიშვილი