სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა ქოჩლაძე

მანანა ქოჩლაძე

17 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გარემოსდაცვითი ორგანიზაია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე, რომელმაც ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე ისაუბრა. ინდურ-ინგლისური კომპანიის ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესის, დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას გულისხმობს, სვანეთის მოსახლეობისა და გარემოსდამცველების მღელვარების მიზეზად იქცა. დღეს სოფელ ხაიშში გამგეობის შენობაში გაიმართება ხუდონჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესების მშენებლობას აქტიურად უჭერს მხარს ხელისუფლება, ენერგეტიკის სამინისტრო და ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი იქნება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოგებას 2017 წლიდან მოიტანს, როდესაც, სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განხორციელდება. სრულიად სხვა შეფასებებს აკეთებენ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდამცველები.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი მანანა ქოჩლაძესთან