„მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“
Your browser doesn’t support HTML5
„მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ - შორენა ლებანიძის ეს წიგნი ორ ენაზე - ქართულად და აფხაზურად - გამოიცა. წიგნი რეალური მოვლენების მიხედვით დაიწერა. ის ასახავს 1993 წელს აფხაზეთში, კომანში მომხდარს, კერძოდ, მამა ანდრია ყურაშვილისა და იური ანუას ამბავს. წიგნის მთავარი გმირი არის მანანა ანუა, იური ანუას ქალიშვილი, რომელიც თვეზე მეტხანს ტყვეობაში იმყოფებოდა. წიგნის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობაა.