გადაცემის მთავარი თემაა ის, თუ რამდენად კარგად იყო შერჩეული დრო და ადგილი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისათვის ყოფილ სამხრეთ ოსეთში და რამდენად სწორად იყვნენ საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელები საბრძოლო ოპერაციის ზონაში შექმნილ ვითარებაზე? შევეცდებით ასევე ვუპასუხოთ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეკითხვას: რატომ ვერ იბრძოლა კარგად გაწვრთნილმა და აღჭურვილმა საქართველოს არმიამ ხუთ დღეზე მეტი იმ ქვეყნის არმიასთან, რომლის მოძველებულ საბჭოურ აღჭურვილობას ათასგვარი ევფემიზმებით ამკობდნენ ომის წინ ქართველი პოლიტიკოსები? გავიხსენებთ, თუ რა ვითარებაში და როგორ დათმო საქართველომ ჯერ დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს, კოდორის ხეობები, სულ ბოლოს კი, 2008 წლის 14 აგვისტოს, ახალგორის რაიონი. ჩვენს შეკითხვებს დღეს უპასუხებს გენერალი მამუკა ყურაშვილი, 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსი.
Your browser doesn’t support HTML5