მამუკა ღლონტი მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანახმად, შპს მაესტრო კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებდა. პროკურატურა განმარტავს, რომ სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრე არა ”მაესტრო”, არამედ კომპანიები ”ელიტა ბურჯი” და ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” იყვნენ. ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი პროკურატურის განცხადებას აბსურდსა და სისულელეს უწოდებს და არხის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს. მას ნონა მჭედლიშვილი ესაუბრა.


Your browser doesn’t support HTML5

მამუკა ღლონტი მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს