მალხაზ მერლანი: "დღე არ გადის, რომ აქ თავდასხმები არ მოხდეს"

მალხაზ მერლანი

დასავლეთ აფრიკის დედაქალაქ მალიში, სადაც გაეროს მანდატით მესამე წელია იმყოფება საერთაშორისო ძალების 12 ათასი ჯარისკაცი, ვითარება უკიდურესად მძიმეა. გასული წლის ბოლოს ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუში“ შეიჭრნენ და 21 ადამიანი დახოცეს. ვითარებას მალის ჩრდილოეთში თითქმის მთლიანად „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება აკონტროლებს. ამ ფონზე პრეზიდენტ დიონკუნდა ტრაორეს ხელისუფლება საერთაშორისო სამხედრო ძალების დახმარებით ცდილობს არ დაუშვას ქვეყნის დეზინტეგრაცია. მალიში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი, რომელიც საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელის მრჩეველიცაა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებში.

Your browser doesn’t support HTML5

მალხაზ მერლანი: "დღე არ გადის, რომ აქ თავდასხმები არ მოხდეს"