აღიარონ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა, მის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ და დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა - ეს იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მთავარი მოთხოვნები საქართველოს პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე. მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და მის მოადგილეებთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, თქვა, რომ საქმის მასალები პროკურატურის წარმომადგენლებს მათთვის არ გაუცნიათ, თავად შეხვედრის მიზანი კი დაზარალებული მხარისთვის იყო ის, რომ გაერკვიათ, რა ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსა და საგამოძიებო ორგანოებს შორის.