რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის მაკედონიის დედაქალაქის, სკოპიეს ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატა პოლიტიკურ შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაში ალბანური ენის უფრო ფართოდ გამოყენებას უზრუნველყოფს. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, როცა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ზორან ზაევმა სამი ალბანური პოლიტიკური პარტიის ხელმოწერები წარმოადგინა, რაც ადასტურებდა, რომ ეს პარტიები პარლამენტში მას საკმარის მხარდაჭერას უცხადებდნენ იმისთვის, რომ ზაევს ახალ მთავრობა შეექმნა. ალბანური პარტიები ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ კანონის ამოქმედებას, რომელიც მაკედონიაში ალბანური ენის უფრო ფართო გამოყენებას უზრუნველყოფს. ალბანური ენა მაკედონიაში მხოლოდ იმ არეალებშია სახელმწიფო ენა, სადაც ალბანელები მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს შეადგენენ. მოძრაობამ სახელწოდებით, “ერთიანი მაკედონიისთვის“ სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. მათი უმრავლესობა მხარს უჭერს კონსერვატორულ პარტიას, რომელიც ალბანურის მეორე ენად გამოცხადებას ეწინააღმდეგება.