სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

10 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ბუწაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მან ილაპარაკა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "დასრულებულია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის პროცედურები სასჯელაღსრულების სისტემაში მედიკამენტების მისაწოდებლად და ასევე, ხელმოწერილია შეთანხმება სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარებისათვის 2 წლის განმავლობაში მედიკამენტების შეღავათიანი ფასით მიწოდების თაობაზე". მომავალი ორი წლის განმავლობაში 10000 პაციენტს შეეძლება მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები 60%-ით იაფად შეიძინოს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი მაია ბუწაშვილთან