დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 20 %-ით გაეზრდებათ და, 180 ლარის ნაცვლად, 216 ლარს მიიღებენ, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ. მისი ინფორმაციით, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი დღეიდან ამოქმედდება.
მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია.
ყოველთვიური დანამატი მიეცემა მაღალმთიან დასახლებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც. მათ შორის არიან რეგიონალურ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსადამაღალმთიან სოფელში მომუშავე ექიმები და ექთნები, განაცხადა სოფრომაძემ.
მან ყურადღება გაამახვილაასევე იმ პროცედურებზე, რომელიც საჭიროა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღებისთვის.
„მათ, ვისაც ჯერ არ აქვს დადგენილი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, ავტომატურად, განცხადებით მიმართვის გარეშე, დაენიშნებათ დანამატი“, - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ .