ლუქსემბურგი - საქართველოს დაკარგული ქალაქი
Your browser doesn’t support HTML5
2017 წელს 200 წელი სრულდება საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრო და სხვა სამთავრობო სტრუქტურები მათი მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას და ნაწილობრივ აღდგენასაც გეგმავენ. გერმანელები საქართველოში მეფის რუსეთის დროს გადმოსახლდნენ და ააშენეს ლუქსემბურგი, რომელსაც დღეს ბოლნისი ჰქვია. მათ გახსნეს საწარმოები, მანუფაქტურები და ღვინის ქარხანა. 1941 წელს კომუნისტებმა გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს, მათ სახლებში სხვები შევიდნენ. ბოლნისში გერმანულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ წლების განმავლობაში სახეცვლილება განიცადა, მაგრამ მაინც შემორჩა.