რას ფიქრობთ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრების გახსნაზე?

Your browser doesn’t support HTML5

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. იგი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში უნდა მოთავსდნენ. რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში მოაწყო გამოკითხვა და გამვლელებს სთხოვა ეპასუხათ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოში ლტოლვილთა ცენტრების გახსნაზე.