საქართველოს სპორტსმენებმა ოლიმპიადა წარუმატებლად დაიწყეს

ბეთქილ შუკვანის (ქვევით) უკანასკნელი ორთაბრძოლა ლონდონის ოლიმპიადაზე

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ელგუჯა ბერიშვილი იუწყება ლონდონიდან, შუკვანი 1/32-ფინალში ფრანგ სპორტსმენთან ორთაბრძოლაში შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე დამარცხდა იპონით. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოკრივე მერაბ თურქაძე კი უბრძოლველად გამოეთიშა ოლიმპიურ ასპარეზობას. ოლიმპიადას ნაადრევად გამოეთიშა ველომრბოლელი გიორგი ნადირაძეც.