მირზა ფათალ ახუნდოვის სახელობის კულტურული ცენტრისა და Lib.ge-ს ინიციატივით, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურაში ახალი ლიტერატურული პრემია დაფუძნდა, რომელიც საუკეთესო პროზაული ნაწარმოებების ავტორებს მაისში გამოავლენს. საკონკურსო წიგნი 2013 წელს უნდა იყოს გამოცემული. სამი საპრიზო ადგილის გარდა, რომელსაც ჟიური შეარჩევს, Facebook-ის საშუალებით მკითხველის სიმპათიაც გამოვლინდება.
საბავშვო მწერლებს კარგი წიგნების დასაწერად სტიმული გამოუჩნდათ - ახალი ლიტერატურული პრემია. იდეა Lib.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოეტ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელიც, ამავე დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. მისი თქმით, საქართველოში საბავშვო წიგნები საგამომცემლო ბაზრის დიდ ნაწილს მოიცავს, შესაბამისი საბავშვო პრემია კი აქამდე არ არსებობდა. ამიტომ კეკელიძე ფიქრობს, რომ მისი დაარსება პროცესის ადეკვატური გამოძახილი იქნება და საბავშვო მწერლებს წაახალისებს.
Lib.ge-ს დირექტორს, ზაალ ჩხეიძეს, იმედი აქვს, რომ ეს პრემია გახდება წინაპირობა იმისა, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ღირსეული ავტორის წარდგენისა და გამარჯვებისათვის მეტი შანსი ექნება. როგორც ცნობილია, ამ პრემიაზე ავტორებს ეროვნული ბიბლოთეკა წარადგენს. ზაალ ჩხეიძე გვეუბნება, რომ პრემია ჯერჯერობით გაიცემა მხოლოდ საბავშვო პროზის ნომინაციაში.
„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ საავტორო ნაწარმოებებს ვარჩევთ და ეს პრემიაც ცოცხალ, მოქმედ მწერალს გადაეცემა“.
სამი საპრიზო ადგილის მფლობელი და ერთიც ფეისბუქით გამოვლენილი გამარჯვებული ავტორი ფულად პრიზებს მიიღებენ. იგეგმება, რომ კონკურსი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს:
„ვფიქრობთ, რომ ამ პრემიას ექნება საერთაშორისო სახელი, რადგან ვგეგმავთ, რომ ეს პრემია გახდეს კავკასიის მასშტაბის მაინც. ხშირად ყოფილა ასეთი პრეცედენტი, რომ ქართველ ავტორს აზერბაიჯანში გადაეცემა ხოლმე რაიმე პრემია, მაგრამ არასოდეს -პირიქით, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ლიტერატურული ურთიერთობა შეუძლებელია იყოს ცალმხრივი. თუ ეს მოვახერხეთ, მართლა კარგ საქმეს გავაკეთებთ და ამ პრემიასაც მეტი წონა ექნება“.
პრემიის დამფუძნებლები ამ ეტაპზე გამომცემლობებისგან მათ მიერ 2013 წელს გამოცემულ საბავშვო წიგნების სიებს ელიან, რომლებიც ჟიურის გადაეცემა და გამარჯვებულებიც ამ სიიდან ამოირჩევა. ჟიურის დრო მაისამდე აქვს, პრემიის მფლობელს სწორედ მაისში გავიგებთ.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, პოეტი მარიამ წიკლაური, რომელიც, ამავე დროს, საბავშვო მწერალი და პოეტიცაა, დარწმუნებულია, რომ ეს პრემია პროცესს გამოაცოცხლებს. ეს ქართულ ორიგინალურ ლიტერატურას, მისი აზრით, განსაკუთრებით სჭირდება. ის იმასაც აღნიშნავს, რომ საბავშვო წიგნი და საბავშვო ლიტერატურა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ:
„წიგნად შეიძლება ბევრი რამ აქციო, მაგრამ ეს არ იყოს ლიტერატურა. აი, მაგალითად, სათამაშო წიგნები, ხმოვანი წიგნები როგორი პოპულარულია, ხომ, და საჭიროც ბავშვის განვითარებისთვის, გარკვეულ ეტაპზე მართლა აუცილებელია და კარგადაც იყიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი მიმართულებაა, რომ საკითხავი ლიტერატურის დარგი განვითარდეს და ამ კონკურსმა სწორედ ამას შეუწყოს ხელი“.
მარიამ წიკლაურის თქმით, საბავშვო ლიტერატურით ისევეა უცხოელი გამომცემელი დაინტერესებული, როგორც ლიტერატურით დიდებისათვის. ფრანკფურტის ცნობილ წიგნის ბაზრომადე ცოტა ხნით ადრე საბავშვო გამომცემლობებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება სპეციალური სემინარი, სადაც სასურველია, რომ მეტმა ქართულმა გამომცემლობამ წარადგინოს თავისი საბავშვო წიგნები. მისი თქმით, ესეც მისახედი სფეროა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საბავშვო წიგნების შესყიდვის აუცილებლობა სასკოლო ბიბლიოთეკებმაც უნდა იგრძნონ. ეს კი საბავშვო ლიტერატურის განვითარების გარეშე რთული საქმეა.
„საბავშვო ლიტერატურის შექმნა არც ისე ადვილი საქმეა.მაგრამ რესურსი, ჩემი აზრით, არსებობს. შესაძლოა ბევრი ასეთი მწერალი არ გვყავს, მაგრამ ვინც გვყავს და ვინც პოტენციურად ასეთი ლიტერატურის შემქმნელია, ისინი არსებობენ და მათ წახალისება სჭირდებათ. თუ საბავშვო ლიტერატურას არ შექმნი კარგს და ბავშვობიდანვე მკითხველს არ ჩამოაყალიბებ, ხვალ და ზეგ ეს სადიდო ლიტერატურის პრობლემად იქცევა“.
მარიამ წიკლაური ასევე ამბობს, რომ თითქმის ოცმა წელმა ისე ჩაიარა, რომ არც ერთი სერიოზული გამოკვლევა საბავშვო ლიტერატურის მიმდინარეობაზე არ ჩატარებულა. ნოდარ დუმბაძის შემდეგ უმრავლესობას საბავშვო მწერლის დასახელებაც კი უჭირს:
„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა გვაქვს დღეს რეალურად. მე შესაძლოა ვიცოდე სხვაზე მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებისათვის საბავშვო ლიტერატურა არის თეთრზე თეთრი ლაქა. თუ გამომცემლობებს ჰკითხავთ, ცხადია, დაგისახელებენ ცალკეულ ავტორებს, ვინც უფრო მეტად წარმატებულია ამ სფეროში, - მაგალიათად, თეა ლომაძე ან ვასიკო გულეური ან ნატო დავითაშვილი და ა.შ., - მაგრამ მათაც არანაირი პირობა არა აქვთ თავიანთი საქმის განსავითარებლად და მართლა ბევრი რამ სჭირდებათ“.
ლიტერატურის კრიტიკოსი ქეთი ნინიძე გვეუბნება, რომ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. ლიტერატურული კონკურსები და პრემიები, ცხადია, დიდი სტიმულია მწერლისთვის, თუმცა ურიგო არ იქნებოდა საბავშვო ლიტერატურა, როგორც საგანი, საუნივერსიტეტო კურიკულუმებშიც შევიდეს და, რაც მთავარია, ახალი ავტორები ისწავლებოდეს:
„როგორც მე ვიცი, დღესაც არ განახლებულა საუნივერსიტეტო პროგრამები ამ მხრივ და განათლების და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე არ არის მიმართულებები, სადაც საბავშვო ლიტერატურის ექსპერტების ჩამოყალიბებას შეუწყობდნენ ხელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამომცემლობის აქტივობა, რაც პირდაპირ კავშირშია დამკვეთებთან. მათი მოთხოვნა შესაძლოა უფრო მეტად იყოს კლასიკოს მწერლებზე, მაგალითად, ნოდარ დუმბაძესა თუ გივი ჭიჭინაძეზე. თუმცა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია,რომ გამომცემლობამ შუალედური რგოლის ფუნქცია შეასრულოს და თანამედროვე ავტორები მიიტანოს მკითხველამდე“.
საბავშვო ლიტერატურის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, ამბობს ქეთი ნინიძე, რომ ეს ჟანრი ბოლო წლებში არავის შეუსწავლია, არ იწერება კრიტიკული წერილები:
„პრობლემაა ისიც, რომ ეს სფერო აბსოლუტურად შეუსწავლელია. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ლიტერატურის კრიტიკოსი, ვინც საბავშვო ლიტერატურაზე რეცენზიას დაწერდა“.
მარიამ წიკლაური იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დაფინანსდება კიდევ ერთი კონკურსი საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც, Lib.ge-ს კონკურსისგან განსხვავებით, ჟანრობრივად უფრო მრავალფეროვან ნომინაციებს მოიცავს. ეს კონკურსები შესაძლოა გახდეს ასევე იმის წინაპირობა, რომ ქართველი ავტორების საბავშვო წიგნებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან, მკითხველებმა უარი არ თქვან, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა თბილისის წიგნის ფესტივალზე.
„აი, წარმოიდგინეთ, მოდის მყიდველი წიგნის ფესტივალზე და რაღაც წიგნს ეძებს. შესთავაზებ რაღაცას, დახედავს და „ქართველი ავტორისაა?“ იკითხავს, და თუ ეტყვი, რომ კი, მაშინ არ მინდაო, ამბობს. რით დაისმახურა ქართველმა მწერალმა ასეთი უნდობლობა, ეს კიდევ ცალკე შესწავლის თემაა“, ამბობს მარიამ წიკლაური და ამ ნდობის დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
საბავშვო მწერლებს კარგი წიგნების დასაწერად სტიმული გამოუჩნდათ - ახალი ლიტერატურული პრემია. იდეა Lib.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოეტ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელიც, ამავე დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. მისი თქმით, საქართველოში საბავშვო წიგნები საგამომცემლო ბაზრის დიდ ნაწილს მოიცავს, შესაბამისი საბავშვო პრემია კი აქამდე არ არსებობდა. ამიტომ კეკელიძე ფიქრობს, რომ მისი დაარსება პროცესის ადეკვატური გამოძახილი იქნება და საბავშვო მწერლებს წაახალისებს.
Lib.ge-ს დირექტორს, ზაალ ჩხეიძეს, იმედი აქვს, რომ ეს პრემია გახდება წინაპირობა იმისა, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ღირსეული ავტორის წარდგენისა და გამარჯვებისათვის მეტი შანსი ექნება. როგორც ცნობილია, ამ პრემიაზე ავტორებს ეროვნული ბიბლოთეკა წარადგენს. ზაალ ჩხეიძე გვეუბნება, რომ პრემია ჯერჯერობით გაიცემა მხოლოდ საბავშვო პროზის ნომინაციაში.
„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ საავტორო ნაწარმოებებს ვარჩევთ და ეს პრემიაც ცოცხალ, მოქმედ მწერალს გადაეცემა“.
სამი საპრიზო ადგილის მფლობელი და ერთიც ფეისბუქით გამოვლენილი გამარჯვებული ავტორი ფულად პრიზებს მიიღებენ. იგეგმება, რომ კონკურსი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს:
წიგნად შეიძლება ბევრი რამ აქციო, მაგრამ ეს არ იყოს ლიტერატურა. აი, მაგალითად, სათამაშო წიგნები, ხმოვანი წიგნები როგორი პოპულარულია, ხომ, და საჭიროც ბავშვის განვითარებისთვის, გარკვეულ ეტაპზე მართლა აუცილებელია და კარგადაც იყიდება...მარიამ წიკლაური
პრემიის დამფუძნებლები ამ ეტაპზე გამომცემლობებისგან მათ მიერ 2013 წელს გამოცემულ საბავშვო წიგნების სიებს ელიან, რომლებიც ჟიურის გადაეცემა და გამარჯვებულებიც ამ სიიდან ამოირჩევა. ჟიურის დრო მაისამდე აქვს, პრემიის მფლობელს სწორედ მაისში გავიგებთ.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, პოეტი მარიამ წიკლაური, რომელიც, ამავე დროს, საბავშვო მწერალი და პოეტიცაა, დარწმუნებულია, რომ ეს პრემია პროცესს გამოაცოცხლებს. ეს ქართულ ორიგინალურ ლიტერატურას, მისი აზრით, განსაკუთრებით სჭირდება. ის იმასაც აღნიშნავს, რომ საბავშვო წიგნი და საბავშვო ლიტერატურა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ:
მარიამ წიკლაურის თქმით, საბავშვო ლიტერატურით ისევეა უცხოელი გამომცემელი დაინტერესებული, როგორც ლიტერატურით დიდებისათვის. ფრანკფურტის ცნობილ წიგნის ბაზრომადე ცოტა ხნით ადრე საბავშვო გამომცემლობებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება სპეციალური სემინარი, სადაც სასურველია, რომ მეტმა ქართულმა გამომცემლობამ წარადგინოს თავისი საბავშვო წიგნები. მისი თქმით, ესეც მისახედი სფეროა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საბავშვო წიგნების შესყიდვის აუცილებლობა სასკოლო ბიბლიოთეკებმაც უნდა იგრძნონ. ეს კი საბავშვო ლიტერატურის განვითარების გარეშე რთული საქმეა.
ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა გვაქვს დღეს რეალურად. მე შესაძლოა ვიცოდე სხვაზე მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებისათვის საბავშვო ლიტერატურა არის თეთრზე თეთრი ლაქა...მარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური ასევე ამბობს, რომ თითქმის ოცმა წელმა ისე ჩაიარა, რომ არც ერთი სერიოზული გამოკვლევა საბავშვო ლიტერატურის მიმდინარეობაზე არ ჩატარებულა. ნოდარ დუმბაძის შემდეგ უმრავლესობას საბავშვო მწერლის დასახელებაც კი უჭირს:
„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა გვაქვს დღეს რეალურად. მე შესაძლოა ვიცოდე სხვაზე მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებისათვის საბავშვო ლიტერატურა არის თეთრზე თეთრი ლაქა. თუ გამომცემლობებს ჰკითხავთ, ცხადია, დაგისახელებენ ცალკეულ ავტორებს, ვინც უფრო მეტად წარმატებულია ამ სფეროში, - მაგალიათად, თეა ლომაძე ან ვასიკო გულეური ან ნატო დავითაშვილი და ა.შ., - მაგრამ მათაც არანაირი პირობა არა აქვთ თავიანთი საქმის განსავითარებლად და მართლა ბევრი რამ სჭირდებათ“.
პრობლემაა ისიც, რომ ეს სფერო აბსოლუტურად შეუსწავლელია. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ლიტერატურის კრიტიკოსი, ვინც საბავშვო ლიტერატურაზე რეცენზიას დაწერდა...ქეთი ნინიძე